| To list
-რა არის სიცოცხლე? -სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. -სიკვდილი? -სიკვდილიც სევდა არის - ადამიანად არ ყოფნის სევდა
სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ იმის კი მეშინია, სასაფლაოდან ყველა რომ წამოვა და მე იქ დავრჩები...
სიცოცხლე მართლაც ერთი წამია, წამში ეტევა ალბათ რაც არის... სულ ერთი წამის სითამამეა სიყრმე... სილაღე... ცეცხლი... ნაცარი... წამია მე რომ დამღლის და დამწვავს, ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა... ერთი წამია, ო, მაგრამ ამ წამს- ბედნიერება ქვია სახელად!...
გიორგი საჯაია დუმილის პოეზია მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით, ალბათ არასდროს შევცდებით. ეკლიან გზებსაც ავცდებით და შორს მწვერვალებს გავცდებით. თუმც ვერანაირი აცდენით, ბედისწერას ვერ აცდები, ამაო იქნება განცდები, ამაში მართლა არ ვცდები...
g&d
მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთიანად გადაიწვა, იმ წვიმიან ღამეს, ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა, მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება, ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე ჩემი, ჩემი ატირება... მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს, გეძნელება თქმა,მაგრამ ვიცი,მაინც მალე მიმატოვებ. მითხარი და წადი,დამიტოვე გულში უსაშველო დარდი, სხვების დასანახად მე ვიქნები ამაყი და ლაღი.. მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები, შენით ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები წავალ ისევ მარტო და დამრჩება გულში უსაშველო დარდი, ...როგორ შემეშალა,ჩემ ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი..."
შეუვსებელი ანკეტა - ვინ ხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - საიდან მობრძანებულხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რას იქმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რას ითხოვ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - როგორ ვლინდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რის იმედი გაქვს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვის რას ჰპირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - დღეს რით სულდგმულობ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ხვალ რა იქნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვინ გითავმდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვის რად სჭირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - თქვი, რას ფიქრობენ შენზე ჩიტები . . . . . . . . . . . . . . . . . - თუ დაგიმოწმებს ერთგულებას ერთი ხე მაინც . . . . . - ო, ერთხელ მაინც თუ დაუსხი სინათლე ყვავილს . . - თუ აღიმაღლე ხმა, როდესაც როზგავდნენ ხარებს . . - თუ შეიფარე ხეტიალით დაღლილი მთვარე . . . . . . . . - თუ დააცალე ლოცვა იგი მღვიმეში მლოცველს . . . . . თქვი და უბრალოდ დამშვიდების უფლებას მოგცემ. მორის ფოცხიშვილი
მე და შენ მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი, ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს, მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს. და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა და მიწად ვიქეცით როცა, მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა, ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა. მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს. ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ. გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი, რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი - თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი, ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის: წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული, ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის... შოთა ნიშნიანიძე
ადამიანი არ არის მტვერი, ის, შეიძლება, იყოს ატომი. ადამიანებს გვჭირდება მტერი, რომ არასოდეს ვიყოთ მარტონი. ვერ შევისწავლეთ ჩვენს თავში ცოცვა და ამიტომაც მტვერში ვიდებით. ადამიანებს გვჭირდება კოცნა, რომ საბოლოოდ ვიყოთ მშვიდები. სიმაღლეებთან ყოველთვის ვკრთებით და სათქმელ სიტყვას კანკალით ვარჩევთ: ადამიანებს გვჭირდება ფრთები იმისათვის, რომ მიწაზე დავრჩეთ.
მონატრებასავით შენ იცნობ ქუჩას, ტროტუარს, სახლებს, შენა ხარ მორცხვი და თან თავხედი, შენ გადაუყრი ნარჩენებს ძაღლებს, გაჩერდები და იტყვი: წავედი!.. ნახევრად ჩამქრალ უყურებ ფანჯრებს, და ასეთ ყოფნას ალბათ აიტან, არ შეგიძლია არსად რომ დარჩე, რადგან მოხვედი სულ არსაიდან. და ვერ გაიგე რატომ ან როგორ, გემი მიდის და ნაპირს გაშორებს, შენც ეთხოვები პატარა გოგოს, როგორც ბავშვობის სათამაშოებს. გაგა ნახუცრიშვილი
მიუწვდომელი მთლად სამყარო რო მოგიძღვნან, გაგიშენონ ედემი, ჩემ ნატკივარ გულის გარდა, ვერსად ვერ დაეტევი. ციდან რომ რეკს, შენი ხმაა - უცხოდ ფერნაცვალები, ოკეანის ფსკერზე ღრმაა - მარტო შენი თვალები. ამერია გზა და კვალი, აბურდული ხლართებად, ვინ გაიგოს, რა ცეცხლი მწვავს, ანდა რა მემართება. ვაღამებ და ვერ ვათენებ, ვის დავრჩი და რაღა ვარ?! შუბლზე მაწერია ხვედრი - გავქრე შენს უნახავად. არ გხატავ, არც გასახელებ, სხვა წამიღებს დინება; ჩემ სიკვდილში რომ ერიე, არვის ეცოდინება. ემზარ კვიტაიშვილი
ფანჯრის რაფაზე სევდით სავსე ეცემა წვიმა, სტრიქონს მოედო ჟრუანტელი და რითმას ცივა; თავდახრით ვზივარ მაგიდასთან, დარდები მტკივა, ნუთუ ეს წვიმა და სიცივე მასთანაც მივა?... ლიკა ნაროუშვილი
მკვლელი მოგკლავდი... მაგრამ... არა შენი სიკვდილით, შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში და მერე ყველაზე დამახინჯებული გულით თავიდან შეგიყვარებდი. მეტკინე... როგორც მოტეხილი მკლავი, თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე. იმდენად მარტო ვარ, ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები, არა თუ ადამიანებს და ყველაფერი ხელიდან მივარდება: კალამი და შენი სუნი, იები და შენი გაბუტვა. ვის?! ვის გავარდნია ხელიდან ყველაზე მართალი ღიმილი. ყველაზე გულწრფელი და ბავშვური? მე გამივარდა. არა! ალბათ ძალით დავანარცხე მიწას და ნამსხვრევებად ვაქციე შენი ბროლის ტუჩები, რომ არავის შეემჩნია რა ვნებით მიყვარდა მათი კოცნა. მოგკლავდი...მაგრამ... არა სიკვდილით. სიცოცხლით მოგკლავდი, სიცილით მოგკლავდი და მერე შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს სიახლოვის მკვლელი და შენთან ერთად დავშორდებოდი ცაზე შეყვარებულ დედამიწას. -მომკლავდი? -ალბათ. გიორგი ზანგური
ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სიკვდილი მეზიზღებოდა,თუმცა მისი არასდროს შემშინებია,ყოველთვის ვებრძოდი,ვომობდი მასთან და ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოს მივდიოდი ჩემს მტერთან...მოვიგე უამრავი ბრძოლები,თუმცა რა აზრი აქვს?ამის ბოლო ხომ ერთია?ომს მაინც ის მომიგებს და ვერ შევძლებ წინააღმდეგობა გავუწიო...ის მოვა ჩემთან ხელს მაგრად შემომხვევს და წელში გადამტეხავს...აზრი არა აქვს მასთან ბრძოლას...მისი განადგურების ერთადერთ გზას მივადექი,თუმცა ეს ყოვლად შეუძლებელია...თუ გავახარებთ,ყველაფერს ავუბნევთ და ჩვენთვითონ მივალთ მასთან,მერე ყველას ერთად ჩაგვყლაპავს და განადგურდება კიდეც....-რამდენკერ გამიმეორებია ეს სიტყვები ჩემი თვაისთვის მაგრამ სულ ტყუილად
სიკვდილის არსებობის გარეშე სიცოცხლე უინტერესო იქნებოდა, თან ძალიან უინტერესო. ესეთ შედარებას მოვიყვან: სიკვდილის გარეშე სიცოცხლე ისეთ თამაშს დაემსგავსებოდა რომელშიც უკვდავების კოდს შეიყვან და რომელიც მალე გვბეზრდება ხოლმე. რომელიღაც ბერძნულ მოთხრობაში წერია ღმერთებს შურთ ადამიანების რადგან ისინი მოკვდავები არიანო. სიკვდილის მოსვლის საშიშროება არის აზარტი რომლის მსგავსსაც განიცდის კაზინოში მოთამაშე და ამ აზარტის გარეშე ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა.
სიკვდილი და სიცოცხლე მისთვის სულ ერთია ყველა წყობილება, როცა მობრძანდება ,გავთავდებით, სიკვდილი,მისი მაღალკეთილშობილება, რომელიც სიყრმიდანვე გვადარდებდა, კარებს არ აკაკუნებს... იგი ზვიადია და დიდია, იგი ძლიერია იმ დონის, რომ მას სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდია, როგორც სიცოცხლეს თვითონ ის, იგი ბრძენია და შეშლილია, ზოგჯერ ცხოვრებასაც ამშვენებს, ხანდახან მისი არც კი გვეშინია, ხანდახან კი სიცოცხლე გვაშინებს. ორივე თანაბრად ძლიერია, ორივე უძირო ზღვა არი, სიცოცხლე ცოტა გულისხმიერია, სიკვდილი?სიკვდილი სხვა არი. ცხოვრება პატარა ფურცელია ბედთან გამუდმებით ჭიდილის, ამქვეყნად მარად უცვლელია ერთი–სიცოცხლე და სიკვდილი. სიცოცხლისათვის ვიბრძოლოთ, რა მოხდა,წლები თუ გვემატება, მოდით კაცურად ვიცხოვროთ, და მოვკვდეთ,როგორც გვეკადრება. მისთვის სულ ერთია ყველა წყობილება, როცა მობრძანდება ,გავთავდებით. სიკვდილი,მისი მაღალკეთილშობილება, რომელიც სიყრმიდანვე გვადარდებდა, კარებს არ აკაკუნებს... ჯემალ ჩახავა
საით მივყავარ ჩემს ბედისწერას, კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ, გაჩენის დღიდან რას მექიშპება, რას მემართლება,რა უნდა ჩემგან? მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი და გზას მივყვები უცოდველს,მართალს, ბედი კი მაინც,როგორც რობოტი, ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს. რაც კი გულს უნდა როდი სრულდება, სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია, ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ, როგორ მოვიქცე ვერ გამიგია. ბედის სიმკაცრით შეშინებული არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის, თუმცა სიკეთით ვარ ანთებული, მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის. მორჩილი მგზავრი ჩემს ბედს მივყვები აუხდენელი ნატვრით,ოცნებით, უფლის წინაშე უხმო ვედრებით, მოკრძალებული,ჩუმი ლოცვებით.
რა არის სიცოცხლე? 1 წამია რომელიც სიყვარულით ნათდება... უსიყვარულოდ არ არსებობს არაფერი ჩემი აზრით... გიყვარს ადამიანი ხარ... ერთ ადამიანზე ვარ საშინლად შეყვარებული... ანუკი ქვია... ხოდა ლექსებს ვწერ მასზე... იმედია არავის გაეცინება ამაზე... ანუკი ჩემო... შენმა სიყვარულმა ხელად მაქცია... ბიჭი მე ვიყავ, დამაბერა კაცად მაქცია... მე სიყვარულმა და მასზე ფიქრმა...თვით სიყვარულად ადამიანად...წესიერ კაცად გადამაქცია... უშენოდ არ მინდა სიცოცხლე... იცოდე შენთვის ვიცოცხლებ... ანუკი ერთი იცოდე, გთხოვ ნუ დამკარგავ.. გინდოდე... და კიდევ ერთი იცოდე ვერ დაგივიწყებ სიცოცხლევ.... ეს ლექსები სულ-სხეულის ტკივილიმა დამაწერინა, სისხლის წვეთებმა გულდალახვრული ნაზი სულიდან, მინდა გესმოდეს და თან არ გესმის, მინდა იცოდე მე შენ, მე შენ ძლიერ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ექსკლუზიურად თქვენი ფორუმისთვის :) ეს ლექსები ამოვკრიფე ჩემი ლექსებიდან და დავდე თქვენს ფორუმზე.... აქედან გამომდინარე... სიცოცხლე ... ცხოვრება.. ჩემთვის ამ დროისთვის ანუკია... ჯერ შეიძლება პატარა ვარ ამხელა სიყვარულისთვის მაგრამ მე ის მიყვარს და მის გამო სიცოცხლესაც მივცემ.. და არ გამიჭირდება... ღმერთი გფარავდეთ... © ბეტო
დღეს ერთი გვხიბლავს ხვალ კი მეორე, ხან სიყვარულიც დაიგვიანებს და ამ ლოდინში და ამ ჩურჩულში ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს...
ბედნიერებას იმ დღეს ეცვა უბრალო კაბა მხრებში მოხრილი მოდიოდა პატარა შუკით, რაღაცა ძნელი სიხარული მოჰქონდა ალბათ თვალებში ედგა უჩვეულო სინათლის შუქი. მხოლოდ ღიმილი შევაგებე თავაზიანი, ჩავუარე და არ შევჩერდი,არ გავყევ უკან, მოვიხედე და დადევნება იყო გვიანი უკვე გაევლო გასავლელი პატარა შუკა!.
საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ მოხრილი, მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს, მომჩერებია შავი გამე-თვალგამოთხრილი, და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ, და ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი? სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად აღვიძებს საფლავთ, არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი? და თუ დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ... აქ ეულ საფლავს შერჩენია დამჭკნარი ვარდი... ეს სასაფლაოც ატირდება ვტირივარ როგორც... ამ ქალსაც მგონი გაჰყოლია იმ ქვეყნად დარდი, ამ ვაჟკაცს თურმე ჰყვარებია ლამაზი გოგო... და ბედისწერის ყველა გზები აქეთკენ მოდის, და საფლავთ იქით ოცნებათა თავდება თოვა, მეც მოვალ ალბათ...რა აზრი აქვს როგორ ან როდის... ასე კი არა, უფრო ჩუმად, გულგრილად მოვალ... მოვკვდები ალბათ ისე როგორც კვდებოდა ყველა, და არაფერი არ იქნება ამაში უცხო, იქნება დილა, და ზეციდან ფიფქების ცვენა, იქნება სევდა, და სიცივე იქნება უფრო, მოვკვდები მარტო, მოხიბლული ლამაზი დილით, გავქრები ისე, როგორც ღამე დააკვდა ფარდებს... და სიკვდილის წინ უეცარი ამიტანს ჟინი, და სიკვდილის წინ ვერ ავიტან წამებას ამდენს... და დავინახავ მე პოეტის უსუსურ სხეულს, და დავინახავ ჩემს ორეულს სიცოცხლის კართან, და როცა ცრემლი მომადგება ნათელს და ეულს, ჩემივ სიკვდილით მოხიბლული დავრჩები ალბათ... შემეყინება ბაგეებზე გრანელის ლექსი, გარეთ კი ისე უთავბოლოდ იქნება თოვა... და ჩემი ბოლო გაფიქრება დარჩება ცრემლში, და ცრემლი ჩუმად დაადნება თვალების ოვალს
In the text you can use Wiki or HTML tags.