| To list
ფიქრი მზეა.ფიქრი ცაა.ფიქრი უხილავი უჯრედებით აგებული კოშკია. ფიქრს აქვს საცეცები.ის გიახლოვდება ნელა,მიპარვით...თანაბრად გრძნობ იდუმალ სითბოს და სიცივეს... ფიქრი ცაა...ფიქრი მზეა... ფიქრობ... შენ რომ აგხელოდა ჩემი თვალები,მიხილავდი მე ისეთს ,როგორიც ვარ და როგორიც არა ვარ.იხილავდი მზეს,იხილავდი ცას.შენ რომ აგხელოდა ჩემი თვალები,შეიყვარებდი ფიქრს. ფიქრი მზეა,ფიქრი ცაა... ფიქრი ფიქრიცააა...
ფიქრი – იმღვრევა, ნისლი – იმქვრევა, ცხოვრება – ირევა წამში, დავდივართ, დავეძებთ, ვპოულობთ და ვკარგავთ ცხოვრების თნამგზავრს ხალხში, გეძებდი... გიპოვე... და ისევ დაგკარგე, თითქოს – იყავი ის კაცი... და ისევ... ფიქრები – აიმღვრა, ნისლები გაქრა და... ცხოვრებაც აირია წამში.
მე ახლა ტყვე ვარ შენი ვნებების, როგორც პატარა ჭიამაია. ამ საკინძეში მზე რომ მიჭვრეტავს, შენი ამბორის ბაირამია. ვაი,თუ ზევსმა წაგვასწროს უცებ, ვაი, თუ დათვრეს ჭიამაია... -ამ ცოდვილ მიწას რატომ ამშვენებს ჩვენი გრძნობების ვაკხანალია?
დე, სხვამ უმღეროს ნაღვლიანად წარსულ სიყვარულს, სხვამ დაინანოს, რომ მიუვალს ემონა თვალი. მიმქრალ ვარსკვლავთა იდუმალი ახმიანება სიტყვა ეგონოს, საყვარლისა შემონათვალი! ამივსე თასი! დაილიოს წვეთი ბოლომდე. მოედოს ზეცას აღტაცება და სიკისკასე! არ მენაღვლება, არ რა იყო, ან რა იქნება, მე შენ მიყვარხარ აქ და ახლა, ასეთი, ასე!
ბედნიერებავ... ბედნიერებავ, როგორ ავცდით გზაში მე და შენ, შენ დამემალე, მე კი ცრემლმა ფერი მიცვალა, დამალევინა პოეზიამ შავი ზედაშე, შენი ადგილი, ჩემს სხეულში გარდაიცვალა. დარდმა შემიპყრო, დარდი არის ჩემი მხევალი, ჩემი სისხლი და ჩემი ფიქრი შავი ზედაშე, ერთი უბრალო პოეტი ვარ- სევდის მძევალი, ბედნიერებავ, განვსხვავდებით ძლიერ მე და შენ. პოეტებს ყველას თვისი ჯვარი დააქვს წვალებით, ცრემლად ეღვრება პოეზია ქვეყნიერებას, მე საფლავს ვხედავ, გადაღლილი ჩემი თვალებით, მე სევდას ვეძმე, თუმცა გეტრფი ბედნიერებავ.
არა, არ დამივიწყო! არა, არ მიმატოვო! ეს ცრემლები ვინ მიზღოს, მეუფევ და ბატონო? სხვა გზა არ გამაჩნია, სხვა არ შემიყვარდება. შენი სახე მაჩნია გულზე, შენი ხატება. ის, რაც არის ჩვენ შორის, სიყვარულზე მეტია. მზის თვალივით მეშორე და ჩვენ შორის ღმერთია. მუხლმოყრილი ვლოცულობ ჩემი, შენი სულისთვის. სიყვარულით მოცული მხევალი ვარ უღირსი. იდუმალო ფანტომო, რა გსურს? შენთვის ვინ ვიყო? არა, არ მიმატოვო! არა, არ დამივიწყო!
მოდი წვიმა როგორ მოვა, ცაა ცარიელი, დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა... მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი, მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა. გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი, თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება... სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს, მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება. მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად, გთხოვ და... ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება. მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით, ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა... თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი... თუნდაც გამებუტე... მოდი, ჩამეხუტე.
ჰო, ასე ვიწყებ ყოველთვის წერას, ან ისე, დღესაც დავიდგი ჭიქა, ვსვამ და ბოლომდე დავთვრები, მჯერა, ასეც და ისეც, აქაც და იქაც. რაღაც არ მომწონს ეს ჩემი თავი, წვიმს და მინებზე დაგღვარო მინდა, როგორა ხარო, მკითხეს, და რავი - ჩემკენ წვიმს, თქვენკენ ცა მოიწმინდა. ღვინოა შენი თვალების ფერი, შენ ალბათ ახლა ბავშვივით გძინავს, დღეს ისევ უნდა დავლიო ბევრი, როგორც ხვალ დავლევ, ან ვსვამდი წინათ. ჰო და კიდევ ჰო... გრძელია ღამე, მოკლე ნაბიჯებს ვერ ვადგამ მიწას, მთვრალი არ ვიყო, მეტყოდით რამეს, ახლა კი ჩემი სიმთვრალე მიცავს. მოდი, სანამდე ჩაქრება მთვარე, თავს დამანებებთ, შევთანხმდეთ, ყველა, და ერთი თხოვნაც - რომ გახვალთ ბარემ თან გაიყოლეთ ეგ ცისარტყელა.
შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი, ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია... მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად - ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან. ჰოდა, განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ, რა ვქნა, ჭრილობები მინდა გამიმთელდეს, მინდა შენს თვალებში ისე ჩამახედო, გულზე რაღა ვთქვა და... სულშიც გამითენდეს. მინდა შენი სუნთქვა ვთვალო ათასამდე, ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი... მოდი, მომეკარი, სანამ დაგვთარსავდეს ვინმე ბოროტი და... ზურგით მივტრიალდეთ ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან... ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი... სანამ ვინმე ცუდმა ბედთან დაგვაბეზღა, ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი
მინდა შეგისუნთქო თამბაქოს კვამლივით, ჩემი თმის შეხებით მინდა რომ გაგათბო. მინდა შენს მკლავებში ჩავეშვა დაღლილი, შენ კი, დაბნეული სიმშვიდით ამავსო. მინდა საჰარაზე მომიყვე ამბები, ჩვენი შეხვედრები ჩადრის ქვეშ დავმალოთ, მინდა შენთან ერთად დავთვალო ჭადრები, ჩემი ყველა ფიქრი, სურვილი გაგანდო. მინდა შეგისუნთქო თამბაქოს კვამლივით, ავადმყოფ ფილტვებში ჰაერით გაგათბო, წელზე შემომარტყა ხელები გაშლილი, სუსტი, ცრემლიანი, სიმშვიდით ამავსო.
მე და შენ მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი, ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს, მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს. და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა და მიწად ვიქეცით როცა, მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა, ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა. მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს. ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ. გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი, რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი - თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი, ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის: წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული, ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის...
თეთრი ფიფქები, შიშველი ხეები... და გაწელილი მიწის სამოსი. ბეღურა მშიერი, დროდადრო ფიქრები, ფიქრები გაყინულ სულზე... უშენოდ ვბერდები,მე ყველას ვბეზრდები, ალბათ უგულო თუ ვარ. ო,როგორ მიყვარდი... ოცნებებს ვხატავდი, ცრემლებს ვიკავებ თვალზე. ერთხელ,მხოლოდ ერთხელ რომ გაწყენინე ვერ მაპატიე მაინც. უშენოდ ვზივარ და... უშენოდ ვთავდები! ოთახში ჯალათი დადის. დღეები გარბიან, მე ისევ ჩურჩულით, ჩემს პატიებას ვითხოვ. თეთრი ფიფქები, შიშველი ხეები, ერთი შეცდომის მსხვერპლი. დაორთქლილ მინასთან მშიერი ბეღურა, ქუჩაში ნისლი და თოვლი.
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
დღეს ისევ არეული ამინდია... ოთახში თვალები მაქვს შენი ფერის... შენ იცი, რა ნერვებიც დამიდიან სისხლში და... მეც სიგიჟე შევიფერე. დღეს ისევ წვიმა მოვა შენს მაგივრად... ვგრძნობ, სადღაც უსათუოდ მელოდები... შენ თვითონ სიკვდილიც კი ვერ აგივა, მზის ყველა ჩასუნთქვაში მეორდები. გთხოვ, უნდა მაპატიო, ასე რომ ვარ... შესცივდათ მიტოვებულ ალბათ იებს... დღეს ისევ უჰაერო ღამე მოვა... ან მომკლავს... ან... სიცოცხლეს მაპატიებს.
სისულელეა დროსთან ჭიდილი, ვგრძნობ, ამ წამებსაც მიწაზე დაყრის... მინდიხარ ისე, როგორც სიკვდილი აუტანელი ტკივილით დაღლილს. მოდის ღამე და თვალებს ამუქებს, კიდევ ერთ მშრალ დღეს ემტვრევა ძვლები...გთხოვ, მხოლოდ ერთი წამი მაჩუქე, რომ უშენობას წავართვა წლები.
უკანასკნელი მატარებელი ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატარებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი. ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, - რა საჭიროა ეხლა გოდება. მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა ან შეცოდება? მატარებელი თვლემს, როგორც ლავა, მატარებელი ხუთ წუთში გავა, ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა, მატარებელი ხუთ წუთში გავა. აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები. გემშვიდობები სამარადისოდ, სამარადისოდ გემშვიდოებები! ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, - ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი...
ალბათ ყვავილი მიჭირავს... საოცარია... ჩანს ჩემს ცხოვრებაში ბაღს ოდესღაც გამოუვლია. მეორე ხელში სიხარულითა და სიამაყით მიჭირავს ქვა. მანიშნებელი ჩემი მომავალი სახეცვლისა, თავდაცვას ვაგემოვნებ. ჩანს, ჩემს ცხოვრებაში უმანკოებას ოდესღაც გამოუვლია. ვიღიმი. ღიმილის მრუდი, ამ განწყობის ღრუა. კარგად მოზიდულ მზა შვილდს ჰგავს. ჩანს ჩემს ცხოვრებაში მიზანს ოდესღაც გამოუვლია. გამარჯვებისთვის შემზადება. პირველ ცოდვაში ჩაძირული მზერა: მოლოდინის აკრძალულ ნაყოფს აჭაშნიკებს. ჩანს, ჩემს ცხოვრებაში რწმენას ოდესღაც გამოუვლია. ჩემი ჩრდილი, მხოლოდ მზის სათამაშო. მერყეობითაა შემოსილი. ჯერ ვერ მოუსწრია ჩემს გამცემ მეგობრად ყოფნა. ჩანს, ჩემს ცხოვრებაში საკმარისობას ოდესღაც გამოუვლია. შენ არ ჩანხარ. თუმცა იმისთვის, რომ არსებობდეს ნანგრევი ამ ადგილას, რათა მის ნაპირზე ვიდგე მომღიმარე, ყვავილით ხელში, შენ უნდა მოდიოდე. ჩანს, ჩემს ცხოვრებაში ცხოვრებას ოდესღაც გამოუვლია.
ასეა... ზოგჯერ გვგონია, ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს, მაგრამ ამის თქმა რთულია. ორ ადამიანს შორის ერთი მეორესთან შედარებით უფრო მეტ სითბოს გასცემს, ან უფრო ყურადღებიანია... ორი ადამიანი იდენტური ხომ ვერ იქნება. ამიტომაც არის, რომ შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ერთის სიყვარული უფრო ძლიერია ან პირიქით, ნაკლებად. ზოგს სიყვარულის გამოხატვა არ ძალუძს, მაგრამ იმდენად ძლიერი სიყვარული უდევს გულში!.. PS: ერთი მომენტიცაა: ადამიანს რაც მეტი აქვს, მით უფრო მეტი უნდა.
იქნებ იქნებ გაგასწრო, იქნებ გამასწრო, ამ წუთისოფლის უმოკლეს გზაზე, მაგრამ, იცოდე, არსად, არასდროს, არ მყვარებია არავინ ასე... იქნებ გაგცვალო, იქნებ გამცვალო, არავინ იცის რა ხდება მაზეგ, დღეს რომ მიყვარხარ, შენ გენაცვალე, არ მყვარებიხარ არასდროს ასე!...
მე მჯერა შენი, არ ვიცი რატომ, და ისიც ვიცი, კვლავაც შეგხვდები. დავეხეტები ქუჩაში მარტო, დავეხეტები.. დღეს როგორ წვიმდა.. დღეს როგორ ცივა.. დაემშვიდობნენ ხეებს ფოთლები. გემშვიდობები, ტირილი მინდა.. გემშვიდობები.. მე ახლა უკვე სიმართლე ვიცი, ჭეშმარიტი და ბავშვივით წმინდა. დღეს კიდევ ერთხელ გავტეხე ფიცი_ მე შენთან მინდა..
ვარსებოდ შენით, ვცოცხლობ შენით, ვსულდგმულობ შენით.. ჰო, მე კი მშველის ღიმილი შენი, ალერსი შენი, ჩურჩული შენი.. მაგრამ შენ..გყოფნის? ყოფნის შენს ლოდინს? რასაც გიმზადებ? დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს, არ გამიბრაზდე.. უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ_მარტო ჩემი ხარ! და ალბად ესეც ბრალია იმის... მომნატრებიხარ...
რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს, მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში; მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში. ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას, ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით, ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით. თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა, თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე, მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე. ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს, მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.
ჩააქრე სანთლი... ო,გემუდარები... ამ სულის სითბო და სინათლე იწამე... თვალები,თუ ზოგჯერ სტყუიან თვალები, გულები გვამხელენ,გულები იმწამსვე... ზეცაა კრიალა და წმინდა შენსავით, და გზები საწყვილო... და გზები საცალო... სიყვარულს გულები მკიან და თესავენ, რომელსაც თავები უნდა ვანაცვალოთ ! დრო გარბის,ვინა სთქვა ერთმანეთს ვშორდებით, გულები ცოცხლობენ ჩვენს ცისფერ ლოდინთან... ჩააქრე,ჩააქრე,ჩააქრე სანთელი,– ვარდისფერ სინათლეს მე თვითონ მოგიტან...
me vpikrob rom pikri sachiro ar ari me sichume mikvars roca chemshi azri ar ibadeba da arc erti grdznoba roca me tavisupali var kvela chems kcevashi da ubralot vatvaliereb am samkaros tsaruli mexsierebaa momavali ubralod chemi gamonagoni marto es tsuti ari marto am tsamit minda vicxovro araperi ar minda rom mchirdebodes araperi kvelaperi materialuli chemi sizmaria marto Gmertan minda viko da sul magis sikvarulshi santelivit vdnebode
ასეთი რამ არ არსებობს ...რობოტი ხომ არ ხარ ?აზრი ყოველთვის იბადება და გრძნობაც ...
"tsaruli mexsierebaamomavali ubralod chemi gamonagoni"ასე ამბობენ ისინი, ვისაც წარსულმა გული ატკინა ,ხოლო მომავლის არ სჯერათ...
უფლის სიყვარული არ ნიშნავს ყველაფრის უარყოფას...
ნეტარ არს კაცი, რომელშიც ღმერთის სიყვარული მკვიდრობს, იმიტომ, რომ ესე ვითარს თავის არსებაში ღმერთი ჰყავს შეძენილი. " ღმერთი სიყვარული არს, და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს" (I იოანე 4, 16).
In the text you can use Wiki or HTML tags.